ოსლოში დაფუძნებული ფონდი მსოფლიოში უმსხვილესია და ის 1.3 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს - ფონდის ამონაგებმა საანგარიშო პერიოდში მინუს 14.4% შეადგინა.
წლის პირველ ნახევარში ზარალზე გავიდა ფონდის ყველა ძირითადი საინვესტიციო მიმართულება, გარდა ენერგეტიკულისა, კერძოდ, ფასიან ქაღალდებთან მიმართებით 17%-იანი შემცირებაა; ტექნოლოგიური კომპანიების აქციები საშუალოდ 28%-ით დაეცა; 9.3%-ით შემცირდა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციების ამონაგები; განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის ამონაგები კი მინუს 13.3%-ს შეადგენს.
ფონდის წარმომადგენლობის განმარტებით, უაღრესად არასახარბიელო შედეგები გლობალური გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესებითაა განპირობებული და არც ნორვეგიული ფონდის საინვესტიციო სტრატეგიის არაეფექტიანობით.




























