მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოთ, რომ არ ვართ ის ადამიანები ვინც რუსებს სანქციების არიდებაში ეხმარება -ნინო ევგენიძე

6467ca8f2e465
ალა ისპირიანი
19.05.23 23:00
715
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის ნინო ევგენიძის მოსაზრებით, ქვეყანა ევროპულ გზას ასცდა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად აღარ განიხილება, რაც „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა.

მისი მოსაზრებით, ქვეყნის მომავლისთის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვიბრძოლოთ და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში არ ეხმარება.

„“ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ანუ „რუსულმა ოცნებამ“ მოახერხა. საქართველო გამქრალია მსოფლიო რუკიდან და ყველა ის პროექტები, მიზნები თუ შესაძლებლობების განხილვა საქართველოს მონაწილეობის გარეშე ხდება. სადაც უკრაინას და მოლდოვას ახსენებდნენ, იქ საქართველოთი იწყებოდა და მას მოჰყვებოდა ეს ქვეყნები, ახლა საერთოდ ჩვენი ხსენება აღარ არის. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს „რუსული ხელისუფლებაა“ კითხვის ნიშანიც არ გააჩნიათ. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის ერთადერთი რაც იმედის მომცემია ქართველი ხალხია, რაზეც იმედს ამყარებენ, რომ აუცილებლად შეცვლის „რუსულ ხელისუფლებას“.

ჩვენზეა დამოკიდებული, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეზე, დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვინც რუსებს სანქციების არიდებაში ეხმარება. დღეს არის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღე, რუსი ოკუპანტების მხრიდან და დღეს ეს დაცინვაზე უარესია. დღეს დედამისის განცხადება, რომ ვნახე სირცხვილით დავიწვი, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ასეთი გმირობის, თავგანწირვის მაგალითი არსებობდეს და ამავდროულად ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება იყოს, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თითოეულ იმ გმირს, რომელიც ამ ქვეყნისთვის დაიღუპა შეურაცხყოფას აყენებს. ეს თითოეული ადამიანის ღირსების გათელვაა და ჩვენ ამ ღირსებას არავის გავათელვინებთ და მითუმეტეს პუტინის მოკავშირეებს.

თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას იმის საშუალება არ მივცეთ, რომ საკუთარ ქვეყანას ასეთი საბოტაჟი - შეთქმულების წინაშე ვართ ფაქტობრივად. ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები