მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები

აეროპორტი

მოგზაურობა ისაა, რაც ადამიანის თვალსაწიერს აფართოებს და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ტურიზმი ძალიან დიდი ბიზნესიც არის, რომელმაც გასულ წელს რეკორდული ზრდა აჩვენა. 2024 წელს ავიაკომპანიებმა 9.5 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე მეტია, ანუ ადამიანები დღეს იმაზე მეტს მოგზაურობენ, ვიდრე პანდემიამდე.

ექსპერტების პროგნოზით, მიმდინარე წელს მგზავრთა რაოდენობა ათ მილიარდამდე გაიზრდება, რაც ახალი აეროპორტების მშენებლობას, ავიაკომპანიების განვითარებას და სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის გაფართოებას და გამდიდრებას უკავშირდება. ადამიანები, რომელთაც მოგზაურობა სურთ, აეროპორტებში იკრიბებიან და დღეს, სწორედ იმ აეროპორტებს გაგაცნობთ, რომლებიც ყველაზე მეტ მგზავრს ემსახურებიან.

1 — ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი (ATL)

მდებარეობა: ატლანტა (ჯორჯია) აშშ
ტრაფიკი: 108 მლნ
კომპანიები: Delta Air Lines
მიმართულებები: 300+

2 — დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB)

მდებარეობა: დუბაი, საამიროები
ტრაფიკი: 92 მლნ
კომპანიები: Emirates და flydubai
მიმართულებები: 270+

3 — დალასის ფორტ უორთის საერთაშორისო აეროპორტი (DFW)

მდებარეობა: დალასი (ტეხასი), აშშ
ტრაფიკი: 88 მლნ
კომპანიები: American Airlines
მიმართულებები: 260+

4 — ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი (HND)

მდებარეობა: ტოკიო, იაპონია
ტრაფიკი: 86 მლნ
კომპანიები: Japan Airlines
მიმართულებები: 100+

5 — ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (LHR)

მდებარეობა: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ტრაფიკი: 84 მლნ
კომპანიები: British Airways
მიმართულებები: 230+

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები