გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გლობალური ეკონომიკური ქაოსის მიუხედავად, საერთაშორისო ტურიზმი მკვეთრად გაიზარდა, რასაც, მთავარ სავაჭრო ქუჩებზე საცალო ვაჭრობისა და, შესაბამისად, კომერციულ ფართზე ქირის ღირებულების ზრდა მოჰყვა.
Cushman & Wakefield-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია მსოფლიოს საუკეთესო 138 "რითეილ-ქუჩაზე" ქირის წლიური ღირებულება კვადრატულ მეტრზე.
ანგარიშში "მსოფლიოს მთავარი ქუჩები 2025“ აღნიშნულია, რომ მთავარ ქუჩებზე ქირის ფასები წლიურად, საშუალოდ, 4.2%-ითაა გაზრდილი.
ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩების რეიტინგი კი შემდეგია:
1) ნიუ-ბონდ სტრიტი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო - $24,015
ბრიტანული მემკვიდრეობით მდიდარი და დიდებული "თაუნჰაუსებით" გაფორმებული ნიუ-ბონდ სტრიტი, ძველი სამყაროს ხიბლს თანამედროვე ფუფუნებასთან აერთიანებს. მისი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ქუჩად გადაქცევა ლონდონის საცალო ვაჭრობის აღორძინებას ასახავს, რასაც ტურიზმი, ოსტატობა და მაღალი მოდის პრესტიჟი უწყობს ხელს.
2) ვია მონტენაპოლეონე, მილანი, იტალია - $23,465
მილანის ყველაზე ელეგანტური სავაჭრო ქუჩა, ვია მონტენაპოლეონე, იტალიური გლამურით გამოირჩევა. მოდის სახლები, ინდივიდუალური ატელიეები და უნაკლოდ ჩაცმული ადგილობრივები ამ ქუჩას ცოცხალ პოდიუმად აქცევენ, რაც მოდის ოსტატობისა და მარადიული ხელოვნებისადმი მილანის ერთგულებას წარმოაჩენს.
3) მეხუთე ავენიუ, ნიუ-იორკიმ აშშ - $21,528
მაღალი ცათამბჯენებისა და მბზინავი ვიტრინების შთამბეჭდავი ნაზავით, მეხუთე ავენიუ ნიუ-იორკის ფუფუნების ერთგვარი კატალოგიცაა. აქ ამბიცია ექსტრავაგანტულობას ხვდება, რადგან სწორედ ამ ქუჩაზე ეჯიბრებიან გლობალური ფლაგმანური კომპანიები ერთმანეთს "რითეილ" სექტორში პირველობისთვის.
4) ციმ შა ცუი, ჰონგ კონგი - $16,308
განსაცვიფრებელი ხედებით ნავსადგურიდან, მეგაცენტრებითა და განუწყვეტელი ხალხმრავლობით, ციმ შა ცუი ხაზს უსვამს ჰონგ-კონგის, როგორც აზიის ფუფუნების ცენტრის სტატუსს. საერთაშორისო ბრენდების აქაური პოზიტიური პოზიციონირება, ქალაქის სავაჭრო კულტურასა და მსოფლიო მასშტაბით მოგზაურთა მზარდ ნაკადებს ეფუძნება.
5) ელისეს მინდვრები, პარიზი, საფრანგეთი - $14,683
"შანზ ელიზეზე" ერთმანეთს ერწყმის მაღალი მოდის, გრანდიოზული კაფეებისა და პარიზული რომანტიკის ელემენტები. ყოველი გასეირნება გამორჩეული გამოცდილებაა, რადგან აქ ისტორია, ხელოვნება და მოდა შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს.
6) გინზა, ტოკიო, იაპონია - $13,530
7) ბაჰნჰოფშტრასე, ციურიხი, შვეიცარია - $11,312
8) პიტ სტრიტ მოლი, სიდნეი, ავსტრალია - $8,557
9) მიეონგდონგი, სეული, სამხრეთ კორეა - $7,030
10) კოლმარქტი, ვენა, ავსტრია - $6,470




























