1909 წელს ნიუ-იორკის Metropolitan Life Tower ("მეტროპოლიტენ ლაიფ ტაუერი") დაახლოებით 213 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა გახდა. საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, დუბაიში მდებარე ბურჯ-ხალიფამ 828 მეტრს მიაღწია, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება მის სიმაღლეს.
Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული ქრონოლოგია გვიჩვენებს ყველა შენობას, რომელიც 1909 წლიდან სხვადასხვა დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ტიტულს ატარებდა. მონაცემები ვერტიკალური ურბანიზმის საბჭოს (CVU) უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.
CVU-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, ნაგებობას უნდა ჰქონდეს სართულები, სიმაღლე კი არქიტექტურული მწვერვალის ჩათვლით იზომება, რაც მოიცავს მწვერვალის წვეტიან დაბოლოებას, მაგრამ არ მოიცავს ანტენებს, დროშებს ან აბრებს.
ნიუ-იორკის ცათამბჯენების ბუმი
მე-20 საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები სწორედ აშშ-ში შენდებოდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნიუ-იორკი ლიდერობდა - 1909 წლიდან 1972 წლამდე აქ ერთმანეთის მიყოლებით შენდებოდა ცათამბჯენები.
მეტროპოლიტენ ლაიფ თაუერმა, რომელიც ნიუ-იორკის Flatiron District-ში აშენდა, 1909 წელს 213 მეტრს მიაღწია. სულ რამდენიმე წელიწადში მას Woolworth Building-მა (241მ) გადაუსწრო, რომელმაც თავის მხრივ ტიტული 1920-იანი წლების ბოლოს დაკარგა, როდესაც არტ-დეკოს სტილის ხატი, Chrysler Building-ი (319 მ) აშენდა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე:
| აშენების წელი | შენობა | ქალაქი | სიმაღლე |
|---|---|---|---|
| 1909 | მეტროპოლიტენ ლაიფ თაუერი | ნიუ-იორკი | 213 მ |
| 1913 | ვულვორთის შენობა | ნიუ-იორკი | 241 მ |
| 1930 | კრაისლერ ბილდინგი | ნიუ-იორკი | 319 მ |
| 1931 | ემპაირ სტეიტ ბილდინგი | ნიუ-იორკი | 381 მ |
| 1972 | ერთიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი | ნიუ-იორკი | 417 მ |
| 1974 | უილისის კოშკი | ჩიკაგო | 442 მ |
| 1998 | პეტრონასის კოშკები | კუალა-ლუმპური | 452 მ |
| 2004 | ტაიპეი 101 | ტაიპეი | 508 მ |
| 2010 | ბურჯ ხალიფა | დუბაი | 828 მ |



























