კომპანიის წარმატების შეფასება ბევრი ფაქტორით შეიძლება და ერთ-ერთი მთავარი — მოგებიანობაა. ის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან სწორედ მოგება ასახავს თუ რამდენად მდგრადი და გრძელვადიანად სიცოცხლისუნარიანია ესა თუ ის ორგანიზაცია. მომგებიანი ბიზნესი ქმნის უფრო მეტ შემოსავალს და დოვლათს, ვიდრე ის, რომელსაც აქციონერების ან სახელმწიფოს მუდმივი დახმარება სჭირდება. თუ კომპანიას არ აქვს სტაბილური მოგება, მას უჭირს ოპერაციების დაფინანსება, თანამშრომლების ანაზღაურება და კონკურენციიაში შესვლა, რაც, ხშირად, კომპანიის გაკოტრებით სრულდება.
დღეს იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც ყველაზე ეფექტიანები არიან, ანუ ყველაზე დიდ მოგებაზე მუშაობენ.
#1 - Saudi Aramco
წმინდა მოგება (2024): $120.7 მლრდ
სფერო: ნავთობი და გაზი
ქვეყანა: საუდის არაბეთი
#2 - Apple
წმინდა მოგება (2024): $97 მლრდ
სფერო: ტექნოლოგიები
ქვეყანა: აშშ
#3 - Berkshire Hathaway
წმინდა მოგება (2024): $96.2 მლრდ
სფერო: ინვესტიციები
ქვეყანა: აშშ
#4 - Alphabet
წმინდა მოგება (2024): $73.8 მლრდ
სფერო: ტექნოლოგიები
ქვეყანა: აშშ
#5 - Microsoft
წმინდა მოგება (2024): $72.4 მლრდ
სფერო: ტექნოლოგიები
ქვეყანა: აშშ




























