მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ყველაზე თავაზიანი ერები - TOP 10

იაპონია

საზღვარგარეთ გადასული ადამიანებისთვის,ყოველდღიური სოციალური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სასურველ სტუმრად გრძნობენ ისინი თავს. ემიგრანტებისგან ხშირად გაიგებთ, რომ ადგილობრივებისგან თავაზიანი დამოკიდებულება დიდ როლს თამაშობს ახალ ქვეყანაში თავის დამკვიდრებაშიც.

იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ აღიქმება თავაზიანობა მთელ მსოფლიოში, Remitly-მ 26 სხვადასხვა ქვეყნიდან 4 600-ზე მეტ ადამიანს სთხოვა, დაესახელებინათ ის სახელმწიფოები, სადაც, მათი პირადი გამოცდილებით, ყველაზე თავაზიანი ხალხი ცხოვრობს.

ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიოში ყველაზე თავაზიანად აღიქმება

"ჩვენ ვთხოვეთ ხალხს მთელი მსოფლიოდან დაესახელებინათ ქვეყანა, სადაც მათი აზრით, ყველაზე თავაზიანი ხალხი ცხოვრობს. ქვემოთ მოცემული სია გვიჩვენებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად დაასახელეს. ეს სია არ ზომავს უხეშობას; შედეგები უბრალოდ ასახავს, თუ რომელ ერებს უკავშირებს ხალხი ყველაზე მეტად თავაზიანობას", - წერს Remitly.

გამოკითხულთა მესამედზე მეტი ყველაზე თავაზიანად იაპონელ ხალხს მიიჩნევს. ფაქტობრივად, იაპონიის ლიდერობა იმდენად ძლიერია, რომ ორჯერ აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც იმავეს ფიქრობს მეორე ადგილზე მყოფ კანადაზე. გაერთიანებული სამეფოც კი - კიდევ ერთი ცნობილი თავაზიანი ერი - თავაზიანად მხოლოდ მონაწილეთა დაახლოებით 6%-მა დაასახელა.

ქვეყანა რესპოდენტთა წილი
1 იაპონია 35.15%
2 კანადა 13.35%
3 გაერთიანებული სამეფო 6.23%
4 ჩინეთი 3.07%
5 გერმანია 2.80%
6 ფილიპინები 2.30%
7 შვედეთი 2.26%
8 დანია 2.07%
9 ფინეთი 1.92%
10 სამხრეთ აფრიკა 1.82%


რომელი ერები მიიჩნევენ საკუთარ თავს ყველაზე თავაზიანად?

გარდა იმის გარკვევისა, თუ ვინ მიაჩნია მსოფლიოს ყველაზე თავაზიანად, ხალხის გამოკითხვამ ასევე დაადგინა, თუ როგორ ემთხვეოდა შედეგები იმ აღქმას, რაც ერებს საკუთარ თავაზიანობაზე აქვთ.

"რესპონდენტებს ვთხოვეთ დაფიქრებულიყვნენ საკუთარ ქცევაზე, რათა შეეფასებინათ, თვლიან თუ არა საკუთარ თავს თავაზიანად და ექცევიან თუ არა უცხოებს პატივისცემით. რესპონდენტებმა მიიღეს ქულა იმის მიხედვით, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ ამ მტკიცებას, სადაც მაღალი ქულა თავაზიანობის მაღალ დონეზე მიუთითებდა", - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

შედეგები საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით იაპონიასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნების მცხოვრებლები მას ყველაზე თავაზიან ერად აღიქვამენ, იაპონელების შეხედულება საკუთარ თავზე ბევრად უფრო მოკრძალებულია - თვითშეფასებაში მათ ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავეს.

რეიტინგს ლიდერობს ბრაზილია (10-დან 9.46 ქულით), რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქაური მცხოვრებლების უმეტესობა საკუთარ თავს თავაზიანად მიიჩნევს. მას ძალიან მცირე სხვაობით მოსდევს ჩილე, რომელსაც პირველი ადგილისგან მხოლოდ რამდენიმე მეათედი აშორებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველ და ბოლო ადგილზე მყოფ ქვეყნებს შორის სხვაობა ერთ ქულაზე ნაკლებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანობაში, ადამიანები მთელ მსოფლიოში საკუთარ თავს საკმაოდ თავაზიანად აფასებენ.

ქვეყანა თავაზიანობის შეფასება (10-ქულიან შკალაზე)
1 ბრაზილია 9.46
2 ჩილე 9.46
3 ინდოეთი 9.41
4 შვედეთი 9.40
5 საფრანგეთი 9.36
6 მექსიკა 9.35
7 ესპანეთი 9.34
8 სამხრეთ აფრიკა 9.33
9 აშშ 9.30
10 პორტუგალია 9.29


ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეგობრულად აღიქმება

კვლევის რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ, მათი აზრით, ყველაზე მეგობრული ადამიანები.

ამ რეიტინგს სათავეში კანადა მოხვდა - გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (10.5%) ამ მოსაზრებას იზიარებს. მეორე ადგილზეა ბრაზილია (7.96%), რომელიც კვლავ მაღალ პოზიციას იკავებს. საუკეთესო სამეულს ასრულებს ავსტრალია (5.10%).

მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქვეყნები

ქვეყანა რესპონდენტთა წილი (%)
1 კანადა 10.50%
2 ბრაზილია 7.96%
3 ავსტრალია 5.10%
4 იაპონია 4.94%
5 ესპანეთი 4.90%
6 მექსიკა 4.79%
7 იტალია 4.50%
8 ფილიპინები 4.16%
9 ირლანდია 3.69%
10 ინდოეთი 3.42%

შენიშვნა: თვითაღქმის რეიტინგი მოიცავს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც საკმარისი რაოდენობის ადგილობრივი პასუხები შეგროვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები