მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 100 000–ზე მეტია. უფრო ზუსტად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 101,559 ადამიანი.
ქვეყნებს შორის, ყველაზე ბევრი ადამიანი ახალი კორონავირუსით იტალიაში (18,849) დაიღუპა, მას მოჰყვება აშშ–ი (18,015) და ესპანეთი (15,970).
რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, ჯამში 1,677,190 დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოში. მათგან გამოჯანმრთელდა 372,403 დაინფიცირებული.




























