მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა

5da75f87da402
BM.GE
17.10.19 00:01
1776
ამერიკულმა გამოცემა CNN-მა მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც შეიყვანა. მსოფლიო პურის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 16 ოქტომბერს აღინიშნება, გამოცემამ 50 უნიკალური პურის სახეობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

„ახალი იმერული ყველითა და სულგუნით სავსე ხაჭაპური საქართველოში ყველაზე საყვარელი საჭმელია. ნავის ფორმის ცომში მოთავსებული ყველი და კვერცხი ერთად მზადდება. ხაჭაპურის ექსპერტებმა იციან, რომ ჯერ ნავს ბოლოები უნდა მოატეხონ, შიგთავსში ამოავლონ და მიირთვან“, - წერს CNN-ი.

გამოცემის ცნობითვე, იმის გამო რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს წამყვანი კერძია, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას სწორედ „ხაჭაპურის ინდექსით“ ზომავენ.

რაც შეეხება სხვა სახეობებს, საუკეთესო 50-ეულში, ამერიკულ გამოცემას შეყვანილი ჰყავს სომხური ლავაში, თურქული სიმითი, ფრანგული ბაგეტი და მექსიკური ტორტილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები