Visual Capitalist მსოფლიოს ტოპ-50 საჯარო სავაჭრო კომპანიის რეიტინგს აქვეყნებს, რომელიც კომპანიების 2023 წლის 16 აგვისტოს მონაცემების გამოყენებით გაკეთდა.
მსოფლიოში 50 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Apple - $2,777 ტრილიონი
- Microsoft - $2,382 ტრილიონი
- Saudi Aramco - $2,222 ტრილიონი
- Alphabet - $1,636 ტრილიონი
- Amazon - $1,385 ტრილიონი
- NVIDIA - $1,074 ტრილიონი
- Berkshire Hathaway - $774 მილიარდი
- Meta Platforms - $754 მილიარდი
- Tesla - $715 მილიარდი
- Eli Lilly - $519 მილიარდი
- Visa - $501 მილიარდი
- TSMC - $476 მილიარდი
- UnitedHealth - $469 მილიარდი
- Johnson & Johnson - $448 მილიარდი
- LVMH - $442 მილიარდი
ამ მონაცემებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ტრილიონ დოლარიანი კომპანიაა, მათ შორის Apple, Microsoft, Saudi Aramco, Amazon, Alphabet და Nvidia. Meta და Tesla ტრილიონ დოლარიანი სიის ორი ყოფილი წევრია, მაგრამ, საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, ამჟამად ორივე კომპანია $700 მილიარდის დიაპაზონს აღწევს.
საერთო ჯამში, 50 ყველაზე ღირებული კომპანია $26,5 ტრილიონზე მეტ აქციონერთა ღირებულებას წარმოადგენს.
სექტორის დონეზე, ტოპ 50 კომპანიაში საინფორმაციო ტექნოლოგიები ყველაზე დიდ წილს იკავებს, კომბინირებული $9,3 ტრილიონის საბაზრო კაპიტალით.
ამასთან, გეოგრაფიულ დონეზე, 50 ყველაზე ღირებული კომპანიის უმრავლესობა ამერიკულია.
აღნიშნული რეიტინგი თითოეული ქვეყნის მონაცემებს გვიჩვენებს:
- აშშ - 62%
- შვეიცარია - 6%
- საფრანგეთი - 6%
- ჩინეთი - 6%
- გაერთიანებული სამეფო - 4%
- არაბთა გაერთიანებული საამირო - 2%
- ტაივანი - 2%
- სამხრეთ კორეა - 2%
- საუდის არაბეთი - 2%
- ინდოეთი - 2%
- იაპონია - 2%
- ნიდერლანდები - 2%
- დანია - 2%
აშშ-ს შემდეგ, სამი ყველაზე დიდი ქვეყანაა შვეიცარია, საფრანგეთი და ჩინეთი. შვეიცარიიდან არის ისეთი კომპანიები, როგორიცაა Nestlé, Roche და Novartis. ამასთან, საფრანგეთის კომპანიებიდან ტოპ 50 სიაში შედის LVMH და Hermès-ს, ისევე როგორც L'Oréal-ი და ბოლოს, ჩინეთის მხრიდან არის ორი გლობალურად აღიარებული კომპანია - Tencent და Alibaba. ჩინეთის მესამე კომპანია აღნიშნულ სიაში არის Kweichow Moutai, ალკოჰოლური სასმელების ნაწილობრივ სახელმწიფო მწარმოებელი.