მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ძვირად ღირებული სახლი და პენტჰაუსი არსებობს, მათი უმეტესობა მეგაპოლისებსა და ზღვის სანაპიროებზეა განლაგებული.
უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ყველაზე ძვირად ღირებული სახლების შემთხვევაში მთავარი აქცენტი ისტორიულ მნიშვნელობაზე კეთდება, რადგან, როგორც ჩანს, უმდიდრესი მოქალაქეები ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ კულტურულ ღირებულებას ანიჭებენ.
ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო უძრავი ქონების რეიტინგს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა, რადგან ზოგიერთი მათგანი აუქციონზე გასაყიდად არასოდეს გამოსულა და რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი უძრავი ქონების შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არც არასოდეს გაიყიდება.
ყველაზე ძვირად ღირებული სახლების რეიტინგი:
5. The Odeon Tower Penthouse
მდებარეობა: სენ რომანი, მონაკო
ღირებულება: $390 მლნ
მფლობელი: ანონიმურია
4. Villa Les Cèdres
მდებარეობა: ლაჟვარდოვანი სანაპირო, საფრანგეთი
ღირებულება: $450 მლნ
მფლობელი: რინატ ახმეტოვი
3. Villa Leopolda
მდებარეობა: ლაჟვარდოვანი სანაპირო, საფრანგეთი
ღირებულება: $750 მლნ
მფლობელი: საფრას ოჯახი
2. Antilia
მდებარეობა: მუმბაი, ინდოეთი
ღირებულება: $2 მლრდ
მფლობელი: მუკეშ ამბანი
1. Buckingham Palace
მდებარეობა: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ღირებულება: $5 მლრდ
მფლობელი: ინგლისის მეფე