მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალების სია გამოქვეყნდა

ქალი მილიარდერები

Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი self-made (თვითშემდგარი) ქალების სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალის სათავეში იტალიურ-ისრაელური წარმოშობის შვეიცარიელი მილიარდერი, 80 წლის რაფაელა აპონტე-დიამანტია. ის ხმელთაშუა ზღვის დომინანტი გადამზიდი კომპანიის, MSC ჯგუფის მთავარი მეწილეა. რაფაელას ქონება $38.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სიაში მეორე ადგილს 78 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენი, დაიან ჰენდრიქსი იკავებს. სამშენებლო მასალების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, ABC Supply-ს თანადამფუძნებელი $22.3 მილიარდს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ სიაში ჩინეთის მოქალაქეებიც მოხვდნენ. ფარმაცევტული ინდუსტრიის მაგნატის, ჟონგ ჰიუიანის ქონება $15.6 მილიარდად არის შეფასებული. რაც შეეხება ტელეფონების ეკრანების მწარმოებელი Lens Technology-ს დამფუძნებელ ჟუ ქუინფეის, ის $10 მილიარდის ქონებას ფლობს.

ყველაზე მდიდარი თვითშემდგარი მილიარდერი ქალების ათეული კი ასეთია:

  1. რაფაელა აპონტე-დიამანტი (შვეიცარია) - $38.8 მილიარდი
  2. დაიან ჰენდრიქსი (აშშ) - $22.3 მილიარდი
  3. ჟონგ ჰიუიანი (ჩინეთი) - $15.6 მილიარდი
  4. ჟუ ქუინფეი (ჰონგ-კონგი) - $10 მილიარდი
  5. დენის ქოუთსი (დიდი ბრიტანეთი) - $8.5 მილიარდი
  6. ჯუდი ფოლკნერი (აშშ) - $7.8 მილიარდი
  7. ვანგ ლაიჩუნი (ჩინეთი) - $7.2 მილიარდი
  8. მარიან ილიჩი (აშშ) - $6.9 მილიარდი
  9. ლინგ თანგი (ჰონგ-კონგი) - $6.6 მილიარდი
  10. ლინდა რესნიკი (აშშ) - $6.3 მილიარდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები