მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში "ყველაზე მოთხოვნადი ვისკი" $2,7 მილიონად გაიყიდა

Macallan 1926

მსოფლიოში „ყველაზე მოთხოვნადი შოტლანდიური ვისკის“ ბოთლი შაბათს ლონდონში Sotheby's-ზე 2,1 მილიონ ფუნტად (2,7 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შოტლანდიური ბოთლი, რომელსაც ექსპერტები მსოფლიოში "ყველაზე მოთხოვნადი" ვისკის უწოდებენ, არის ერთ-ერთი იმ 40-იდან, რომელიც 1986 წელს, შერის კასრებში 60 წლიანი დაძველებით ჩამოისხა.

აღსანიშნავია, რომ ბოთლი იტალიელი მხატვრის ვალერიო ადამის მიერ შექმნილი უნიკალური ეტიკეტებით არის დაფარული.

„Macallan 1926 არის ერთადერთი ვისკი, რომლის გაყიდვაც ყველა აუქციონერს - ხოლო ყიდვა ყველა კოლექციონერს სურს", - თქვა ჯონი ფაულმა, Sotheby's-ის ალკოჰოლური სასმელების ხელმძღვანელმა.

Sotheby's პროგნოზით, ვისკის მოსალოდნელი ფასი £750,000-დან £1,2 მილიონამდე იყო, თუმცა, აუქციონის ფარგლებში, Macallan 1926-მა £ 2,187,500 ფუნტ სტერლინგს (2,724,967 აშშ დოლარი) მიაღწია, რაც მას ყველაზე ძვირად ღირებულ სპირტიან სასმელად აქცევს.

აქამდე, ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმლის ტიტული Macallan-ის იმავე კასრის ბოთლს ეკავა, რომელიც 2019 წელს $1,5 მილიონად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები