მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორისა და ფრინველის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

63edee25283cd
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.23 13:00
1322
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს სოფლის მეურნეობის 2022 წლისა და 2022 წლის IV კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქვეყანაში გასულ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის სულადობა შემცირდა, ხოლო ფურისა და ფურკამეჩის გაიზარდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითქმის მთელი წლის განმავლობაში კვარტალურად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა გასული წლის კვარტალურ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.

გასულ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 3 მილიონ 813 ათასი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 2.8%-ით ნაკლებია. აქედან ფურისა და ჯამური რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 841 ათასი სული შეადგინა.

ღორის სულადობა 9.2%-ით შემცირდა და 707.3 ათასი შეადგინა, ხოლო ფრინველთა რაოდენობა მცირედით 0.06%-ით შემცირდა და 41 მილიონ 584 ათასი ფრთა იყო.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით გაიზარდა. შესაბამისად, 2022 წელს ექსპორტზე 131.6 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 3.5 ათასი ღორი და 13 მილიონ 604 ათასი ფრინველი გავიდა.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის, ანუ მეოთხე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5%-ით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 444.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობამ 139.9 ათასი სული შეადგინა, რაც 8.5%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 9.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები