მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთაწმინდა მ² ₾5 717, სამგორი ₾3 232 - რომელ უბნებშია ახალი ბინები ყველაზე ძვირი/იაფი?

ბინები

საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით თბილისში ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონება მცირედით გაიაფდა, თუმცა წლის ჭრილში კვლავ ზრდა ფიქსირდება.

კერძოდ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) თანახმად, რომელიც თბილისში მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ფარავს, ბინების სეგმენტში ფასი წინა კვარტალთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თბილისის უბნების მიხედვით, ახალაშენებული (დასრულებული) ბინების მ²-ის ფასი 3 232 ლარიდან (სამგორი) 5 717 ლარამდე (მთაწმინდა) მერყეობს. აღსანიშნავია, რომ მოცემული ფასი არის გასაყიდი, ე.წ. შეთავაზების ფასი.

უფრო დეტალურად, ბინების ფასები უბნების მიხედვით 1მ²-ზე შემდეგია:

  • მთაწმინდა - 5 717 ლარი;
  • ვაკე - 5 202 ლარი;
  • საბურთალო - 4 007 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 903 ლარი;
  • დიდუბე - 3 651 ლარი;
  • კრწანისი - 3 635 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 612 ლარი;
  • გლდანი - 3 394 ლარი;
  • ისანი - 3 388 ლარი;
  • სამგორი - 3 232 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლებს, ფასი წინა კვარტალთან შედარებით 0.2%-ით არის შემცირებული, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 9.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

1მ²-ის ფასი კერძო სახლების სეგმენტში უბნების მიხედვით ასეთია:

  • მთაწმინდა - 4 517 ლარი;
  • დიდუბე - 3 642 ლარი;
  • ვაკე - 3 593 ლარი;
  • საბურთალო - 3 138 ლარი;
  • კრწანისი - 2 790 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 725 ლარი;
  • ისანი - 2 717 ლარი;
  • სამგორი - 2 547ლარი;
  • ნაძალადევი - 2 441 ლარი;
  • გლდანი - 2 418 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები