სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება. ის როგორც მოქალაქე წერს, რომ ის რაც დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგება, მისთვის მიუღებელია.
„ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მთავარი ფასეულობა ევროპა და დასავლური ღირებულებებია და ყველაფერი ის რაც ეწინააღმდეგება ამ გზაზე სწრაფვას მიუღებელია! ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში!“, - წერს ვალერი ჩეხერია.