მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი საკითხი, რომელიც იყო და რჩება გასაკეთებელი, სასამართლო სისტემის ცვლილებაა - კეზერაშვილი

6429d8ff628f5
BM.GE
02.04.23 23:31
593
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ახლაც პრობლემად რჩება. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცეები კიდევ უფრო სხვანაირად გაკეთებულიყო, გპასუხობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ალბათ, არის სასამართლო სისტემა. ამაზე ბევრი ლაპარაკობს, ამაზე ბევრი ლაპარაკობდა მაშინაც, ბევრი ლაპარაკობს ახლაც. მაგრამ მე ახლა გეუბნებით ამაზე როგორც ადამიანი, რომელიც ვარ აწ უკვე მსხვერპლი იმ სასამართლო სისტემის, რომელიც არის საქართველოში. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც იყო გასაკეთებელი და არის, რჩება გასაკეთებელი, ეს არის საქართველოში სასამართლო სისტემის ცვლილება", - განაცხადა კეზერაშვილმა.


წყარო: formulanews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები