მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 12 მილიონ ლარად 7 ათას პრინტერს და 16 ათას კარტრიჯს ყიდულობს

პრინტერი

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 7 ათასი პრინტერის შესასყიდად 12,226,050 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ამ პრინტერებს უნდა მოჰყვეთ არანაკლებ 161 გვერდის ამობეჭდვისთვის საკმარისი კარტრიჯები.

"სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს A4 ფორმატის მრავალფუნქციური 7 039 ერთეული შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი და არანაკლებ 161 170 000 გვერდის დასაბეჭდად საჭირო 16,170 კარტრიჯი,"- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სატენდერო ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი 1123 პრინტერის და 1123 კარტრიჯის შესყიდვას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გეგმავს, 500 პრინტერის და 2000 კარტრიჯის შესყიდვას საერთო სასამართლოები გეგმავენ, ხოლო თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები 300-300 პრინტერის შესყიდვას გეგმავენ.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 5-6 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები