მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: 16 158 ინფიცირებულიდან ბინაზე 8 099 პირი მკურნალობს

5fab910fe18cd
ინგა მურუსიძე
11.11.20 11:21
775
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158.

როგორც ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787.

გარდა ამისა, 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში, ხოლო 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.

ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 508, აჭარაში-1 328.

„დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში - 16 826, იმერეთში - 4 385“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები