მთავრობა 2013 წელს ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს
BM.GE
06.03.23 19:24
• 1086
ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება - საკითხს მთავრობის ეკონომიკური საბჭო უკვე ამუშავებს. ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვა თავის მხრივ 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანების იმპორტს შეზღუდავს. მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი ავტომობილების იმპორტი სტიმულირებულია. ავტოიმპორტიორების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივა დააზიანებს ბიზნესს და ცვლილებებისთვის არც მოქალაქეები არიან მზად.