მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2023 წლის პირველ სხდომას დღეს გამართავს - რაზე იმსჯელებენ?

63bbc122f0ac4
BM.GE
09.01.23 11:20
637
უქმეების დასრულების შემდეგ მთავრობა 2023 წლის პირველ სხდომას დღეს, 14:00 საათზე გამართავს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ დღის წესრიგშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტი დღეს ხუთ საკითხზე იმსჯელებს. კერძოდ:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: გ. თოდრაძე

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ენ-დი როუდის“ (ს/ნ 405182332) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები