საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086, მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175.
ამასთან, მძიმე პაციენტი არის - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30.
„3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 - აჭარაში, 1 151 - თბილისში, ხოლო 313 - იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 053 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში - 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.




























