მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდებს

5e6f4bb39572a
ინგა მურუსიძე
16.03.20 13:47
1649
მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვითიზოლაციაში დარჩნენ, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამედიცინო პერსონალის რეკომედაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები