ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის, კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება. ამ თემაზე განმარტებები დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გააკეთა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს.
სტუმარი: ნიკა მესხი - სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი;


































