მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ათ წელში ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს

ელექტროენერგია

მთავრობა 2034 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს. გადამცემი ხაზების განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, დადგმული სიმძლავრე ათ წელში 4 621 მგვტ-დან 10 336 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს.

დღეის მდგომარეობით, ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელ ჰესებზე 2387 მგვტ მოდის, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 1023 მგვტ-ია, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტრო სადგურებისა - 1080 მგვტ-მდეა. შესაბამისად ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 73% მოდის ჰესებზე.

სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2034 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე 10336 მგვტ-მდე გაიზრდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ენერგოსისტემას მზის სადგურიც უნდა დაემატოს, ხოლო ქარის სადგურების სიმძლავრე 1270 მეგავატამდე გაიზარდოს.

10336 მეგავატი ასე გადანაწილდება: 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესები, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესები, 1291 მგვტ ქარის სადგურები, 232 მგვტ მზის სადგურები, 110 მგვტ აირტურბინებზე მომუშავე, ხოლო 1480 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე. ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის 70%-მდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები