მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აუქციონზე წყნეთის 24 სამთავრობო აგარაკს ყიდის

6246c55196205
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 21:00
2015
მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებს ისევ ყიდის. ამჯერად, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია 24 კოტეჯი. აუქციონები 31 მარტს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება.

კერძოდ, აუქციონზე გამოტანილია: წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული 1523 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 810 000 ლარად იყიდება.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 888 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა და 40386 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 1.91% იდეალური წილი, რომლის ფასიც 670 000 ლარს შეადგენს.

სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 1824 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 40386 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 3.93% იდეალური წილი - ფასი 1 660 000 ლარი.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 1110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა და რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 40386.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 2.39% იდეალური წილი, რომლის ღირებულებაც 730 000 ლარს შეადგენს და სხვა. ამ ტერიტორიის საპრივატიზაციოდ სახელმწიფომ ჯამში 25 აუქციონი გამოაცხადა.

“სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვას. პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა გააჩნია მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში”,-აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

სამთავრობო აგარაკების პრივატიზაცია “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები