მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

5f16b97626351
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 13:54
1247
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ინფიცირებულები არიან და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები.

აქედან გამომდინარე, ამირან გამყრელიძის თქმით, საბჭომ  ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ გვქონდა გარდაცვალების მე-16 შემთხვევა; 72 წლის მამაკაცს ჰქონდა თირმელების ქრონიკული დაავადება და ის იმყოფებოდა დიალიზზე, იქ ინფექცია სწრაფად განვითარდა. სამწუხაროდ, ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა იქ კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სწორია ის ინფორმაცია, რომ ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზომების კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება ბაზრობებთან დაკავშირებით, კერძოდ, ესაა -  აუცილებელი თერმოკრინინგი, აუცილებელი გამოვლენა ტესტირებით შესაბამისი სიმპტომიანი ადამიანების და მათი კონტაქტების“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები