“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ბიზნესთან კომუნიკაციისას გამოიხატა, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარებაა” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ხედვა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა და ის სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. როგორია მთავრობის ხედვა და ბიზნესის შეფასება?