მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა Check in Georgia 2018-ზე 20 მლნ ლარს დახარჯავს

BM.GE
15.03.18 17:10
1813
20 მლნ ლარი 300-მდე კულტურული ღონისძიებისთვის - ასეთია ჩექინ ჯორჯია 2018-ის აქტივობების რაოდენობა და ბიუჯეტი. პროექტის პრეზენტაცია გუშინ პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუსმიშვილმა გამართა, სადაც ითქვა, რომ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება იმ ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ 20 მილიონი ლარიდან, 13 მილიონს შპს „ბლექსი არენა” განკარგავს, 800 ათას ლარამდე პროექტის მარკეტინგული აქტივობებისთვის დაიხარჯება, ხოლო 5 მილიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განკარგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები