მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 10 საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის პარაპლანით ფრენების დარეგულირებაზეც

645894e336838
ინგა მურუსიძე
08.05.23 10:29
542
საქართველოს მთავრობა დღეს 14:00 საათზე სხდომას მართავს. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხის განიხლვას გეგმავს:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბი ჯი ინვესტმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბი ჯი ინვესტმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ მიხეილ ქუთათელაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის N10/07/06 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნიუ ქონსთრაქშენის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N649 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მ2 სვანეთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის - „უწერის“ მინერალური წყლების შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის №258 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” (2 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ”
(3 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

10. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის“ დამტკიცების შესახებ”

მომხსენებელი: თ. წულუკიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები