მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას“ - ღარიბაშვილი

პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, - ამის შესახებ, მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მას მთავრობის მეთაურობის პოზიციაზე მუშაობა ურთულეს პერიოდში შიდა თუ საერთაშორისო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პერიოდში მოუწია.

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ვამაყობ შედეგებით, რომელიც ამ პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიე.

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, 5 წლის განმავლობაში ვიყავი პრემიერ მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი შიდა დემოკრატიაა, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება როტაციის პრინციპია, “- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, შემოდგომაზე ახალი პარლამენტის აირჩევა და ქართული ოცნება დამაჯერებლად მოსაგებად უნდა მოემზადოს.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე შემოთავაზება მიიღო.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები