მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სახელმწიფო ბიუჯეტს ₾360 მლნ დაემატება - პრემიერი

კობახიძე მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 360 მლნ ლარი დაემატება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გადახედვის საშუალებას ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი იძლევა.

„ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის 9%-იანი მაჩვენებელი და ეს ყველაფერი ჩვენ ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. წელს დაგვემატება 360 მლნ ლარი. ეს თანხა გადანაწილდება ისეთ სფეროებზე როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა, ასევე რეგიონული განვითარება.

არსებული ზრდის ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რაც ბიუჯეტზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია. საიდანაც ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება;
3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% - განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე;
რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად;
ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას;
გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - 940 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები