მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 12 საკითხზე იმსჯელებს

64a26b87d1c09
თამთა ჯიჯავაძე
03.07.23 10:28
507
დღეს, 3 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია 12 საკითხის განხილვა:

1. საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ს. გიორგაძე

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომავალი საბავშვო ბაღი მომავალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯეო ჰოსპიტალსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „არქიმედეს კლინიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 სექტემბრის №22/09/01 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „არქიმედეს კლინიკას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მედალფასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 07 სექტემბრის N07/09/02 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედალფასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების
შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს N09/08/02 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „მედალფას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ბეტა ფროფერთიზის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგრინისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,სმარტ უნიონ გრინ პაუერს’’ შორის ,,ახალდაბაჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,მხარდაჭერის სქემის შესაბამისად სიმძლავრის აუქციონის კომისიის წინადადების მოწონების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

12. საიდუმლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები