მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს ხუთ საკითხზე იმსჯელებს

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

დღეს 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ხუთი საკითხის განხილვა. კერძოდ:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აი ჯი აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №1186 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აი ჯი აგროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახინჯაურის მინერალურ-თერმული წყლის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "თელავის აეროპორტის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები