დღეს, 23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგში შეტანილ 16 საკითხზე იმსჯელებს.
განსახილველი საკითხებიდან 12-ს ეკონომიკის მინისტრი, ერთს - ფინანსთა მინისტრი, ხოლო ორს „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი წარადგენს. ერთი საკითხი გასაიდუმლოებულია.
რაზე იმსჯელებს მთავრობა?
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნიჩბოსანთა კლუბი - რუსთაველებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „გრანატის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ და შპს „რეკონსტრუქციას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გორის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერჯი კაბალს“ შორის „კაბალი 1 ჰესი“-ს ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „დეიუ ნიუ ენერჯი ფარავანს“ შორის „ფარავნის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის „ოსიაური ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის „კასპი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის „ქარელი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის „ახალსოფელი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ტაბას“ შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სს საქართველოს განვითარების ფონდის მიერ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე”, მომხსენებელი: „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი;
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებულ პარტნიორთა შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე”, მომხსენებელი: „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი;
16. საიდუმლო