დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 25 საკითხზე იმსჯელებს, საიდანაც პირველ 17 საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს, შემდგომი 3 საკითხის მომხსენებელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, 4-ის ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ორ საკითხს კი მთავრობაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე წარადგენს.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ეპ ჯორჯია გენერაციასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სტორი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს ,,სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI’’-ს შორის ,,ბახვი 1 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების უფლების დატვირთვის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და “DEPA COMMERCIAL” S.A.–ის შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,Hunan Road & Bridge Construction Group Co., Ltd-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სამიზნე გეოგრაფიულ არეალში საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების თანმიმდევრობის შეთანხმების თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (4 პროექტი)
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” (3 პროექტი);
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისი №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმით დაშვებული ან დაშვებისთვის გამიზნული ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ეტაპებისა და სხვა პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 მარტის №114 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი - ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების“ დამტკიცების შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და IDOM Consulting, Engineering & Architecture S.A.U.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”