დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხს განიხილავს. აქედან 12 საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს, თითო-თითო საკითხს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სამ საკითხს კი გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია.
მთავრობის მიერ განსახილველ საკითხებს შორისაა:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გოლდენ თაუერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოლიმპიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N1478 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ტყიბულის ჩაი N1”-სათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უცხოური საწარმოს ფილიალი „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის", შპს „ბი ენდ ენ აგრო თაიმსის“, შპს „ბი ენდ ენ აგრო სითის“, შპს „ბი ენდ ენ აგრო ინვესტისა“ და შპს „აგრო ვორქინგის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”, მომხსენებელი: ლევან დავითაშვილი;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „ალტერ ენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „გოგინაური ჰესის“ შესახებ 2018 წლის 10 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას და შპს „დოესი ენერჯის“ შორის „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2022 წლის
9 მარტს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი შპს „ვოთერლენდზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ” მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშის) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "ქალაქების ოზურგეთისა და ახალციხის განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე” "ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა“ და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
14. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” (2 პროექტი), მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის“ დამტკიცების შესახებ“, მომხსენებელი: გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "2023 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ”, მომხსენებელი: გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „2023 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის N1156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, მომხსენებელი: გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.