მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობას სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება

დავითაშვილი

საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის კაბინეტში სამი ვიცე-პრემიერი იქნება. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ მის მიერ გამართული პირველი მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

„პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს დაეკისრება. კულტურისა და სპორტის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს ვიცე-პრემიერების უფლებამოსილება დაეკისრებათ“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ცვლილებებია მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტშიც, რომელსაც მიხეილ ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები