მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს - რას მოიცავს პაკეტი?

5facd80e7cfbb
ინგა მურუსიძე
12.11.20 10:42
1811
მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, აღნიშნულ პაკეტზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად.

გახარიას განმარტებით, პაკეტში ასახული იქნება უკვე არსებული სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ნაწილი, მოდერნიზებული ვერსიით.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა რესურსების რაციონალური გადანაწილების შესახებ კრიზისის დასაწყისიდანვე. განსაკუთრებით ეს ეხება ბიზნესს, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას. დავიწყეთ მხარდაჭერის ახალ ტალღაზე მუშაობა, რომელიც გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის მხარდაჭერაში. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმები მათ შორის მოქალაქეებზე, ვინც სამსახური დაკარგა, ან ყველაზე მოწყვლად ოჯახებზე, ყველაზე დარტყმის ქვეშ მყოფ ბიზნესებზე და ა.შ. ამ ყველაფრის მოდერნიზება ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პაკეტის შემუშავებისთანავე დაიწყება შეხვედრები დარგებთან სექტორალურად, რათა ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგუილები და ეკონომიკამ ზრდის პოტენციალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები