იმ ფონზე როდესაც ე.წ. "რუსული კანონის" მიღებას არაერთ სექტორზე პირველადი ნეგატიური გავლენა უკვე აქვს და დასავლეთის მხრიდან სულ უფრო აქტიურად ისმის განცხადებები შესაძლო სანქციებთან მიმართებაში, მთავრობა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის. როგორც აღინიშნა, მთავრობის განახლებული პროგნოზის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა აქამდე ნავარაუდევის ნაცვლად 5.2%-ისა, 6%-ით გაიზრდება. მეტიც, ეს მხოლოდ საბაზისო სცენარია და მთავრობის პოზიტიური მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, წელს შესაძლოა, ეკონომიკური ზრდი ტემპმა 7 %-საც გადააჭარბოს.