მეტი გამჭვირვალობის მოლოდინია მთავრობის განკარგულებებთან დაკავშირებითაც. პრემიერის განცხადების შემდეგ ვიცე პრემიერმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათ შორის ბიემჯის კითხვის საპასუხოდ ირწმუნებდა რომ კანონი არ ირღვეოდა და განკარგულებები ქვეყნდებოდა, თქვა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პრობლემები არ იქნება და მთავრობის გადაწყვეტილებები საჯარო იქნება. გიორგი გახარიას პრემიერობისას დამკვიდრებული პრაქტიკით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ხელმძღვანელობის სრულ პერიოდში გაგრძელდა კანონის ვალდებულების მიუხედავად, რომელიც მთავრობის რეგლამენტი ადმინისტრაციას ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში უნდა ატვირთოს, მთავრობის ბოლო გადაწყვეტილება რომელიც ვებ გვერდზე ხელმისაწვდომია 2020 წლით თარიღდება.