მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა განვითარების 4-წლიან გეგმას წარადგენს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა გეგმავს განვითარების 4-წლიანი გეგმის წარდგენას, რომელშიც მთავარი აქცენტი სწორედ უნივერსიტეტებზე გაკეთდება.

ამის შესახებ მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვგეგმავთ ქვეყნის განვითარების 4-წლიანი გეგმის წარდგენას, ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე. აქ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ განათლების მიწოდების თვალსაზრისით.

მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ 2028 წლისთვის შესაძლებელი გახდეს 30 ათასი სტუდენტის მიღება. ეს საჭიროებს სასწავლო პროგრამების გაფართოებას, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს გეგმა დაფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც პირადად დაადასტურა. მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები