მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა "კუკუშკის" აღდგენას გეგმავს - "მატარებელი მგზავრებს იანვრიდან მოემსახურება"

კუკუშკა

მთავრობა "კუკუშკის" აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებელი მგზავრებს იანვრიდან მოემსახურება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას,“- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, "კუკუშკამ" მუშაობა 2020 წელს პანდემიის პერიოდში შეაჩერა და მას შემდეგ აღარ ამოქმედებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები