მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ლობისტურ ფირმა Chartwell Strategy Group-ს 2024 წლის კონტრაქტს $5 312-ით უზრდის

Chartwell Strategy Group

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ მიერ დაქირავებულ ლობისტურ Chartwell Strategy Group-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა. 2024 წლის კონტრაქტის თანახმად, კომპანიის მომსახურება თვეში 40,000 დოლარით იყო განსაზღვრული, რაც წლიურად 480,000 დოლარს შეადგენდა, ამ თანხას ემატება 5,312 დოლარი, რაც ლობისტური კომპანიის თანამშრომელთა მივლინების ანაზღაურებას უკავშირდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა, რომელიც კომპანიას შესაბამის ანაზღაურებას ჩაურიცხავს.

ლობისტურ კომპანიასთან პირველი ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა და ის ყოველწლიურად ხანგრძლივდება. თავდაპირველი ხელშეკრულებით Chartwell Strategy Group-ის სერვისის ყოველთვიური საფასური $65,000 დოლარი იყო, შემდგომში კი ის თვეში 40,000 დოლარამდე შემცირდა, რასაც საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია ყოველთვიურად იხდის.

აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდის თანახმად, საქართველოს მთავრობა კომპანიას ქირაობს, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის.

"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ", - ნათქვამია ხელშეკრულებაში.

FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში Chartwell Strategy Group-მა საქართველოს მთავრობისთვის ძირითადად მეილის მეშვეობით საკომუნიკაციო აქტივობები განახორციელა და სხვადასხვა კონგრესმენის ოფისს გაუგზავნა წერილები. ამასთან, არაერთ შემთხვევაში მიწოდებული ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩინური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდებოდა აქტივობების სრული სია, წყარო, FARA:

Government of Georgia 03/12/2024 Garrett Donovan, Rep. Keating Emaii outreach
Government of Georgia 03/15/2054 Moily Cole, Sen. van Holien Email outreach
Government of Georgia 03/21/2054 Phil Bednarczyk, Rep. Meeke Email outreach
Government of Georgia 03/ 14/ 2 024 David Oleksak, Rep. Keating Email outreach
Government of Georgia 03/20/2054 David Olekeak, Rep. Keating Emaii outreach
Government of Georgia 03/27/2054 Marshall Burckhardt, Rep. Email outreach
Government of Georgia 03/27/2024 Amy Pfeiffer, Rep. Emaii outreach
Government of Georgia 04/05/2054 Andrea Grace, Rep. Lawler Emaii outreach
Government of Georgia 04/08/2054 Ashley Brown Email Meeting Request
Government of Georgia 04/08/2054 Ashley Brown Email Meeting Request
Government of Georgia 04 / 17 / 2024 Biil Corteee Email Meeting Request
Government of Georgia 07 / 17 / 2024 Rep. Tom Kean (R-NJ) Meeting update
Government of Georgia 07/17/2054 John Castillo, Rep. Tom Kean (R-NJ) Emaii update
Government of Georgia 07/19/2054 Garrett Donovan, Rep. Keating Email outreach
Government of Georgia 07/19/2024 Anna Zimmerman, Rep. Amo Email outreach
Government of Georgia 07/19/2054 John Lynch, Rep. Costa Emaii outreach
Government of Georgia 07/19/2054 Sarah Jacobs, Rep.
Dean
Ema i 1 outreach
Government of Georgia 07/19/2024 Yann Schinazi, Rep. Wild Ema i l outreach
Government of Georgia 07/19/2054 Ben Cooper, Rep. Keating Emaii outreach
Government of Georgia 07/19/2054 Brad Decker, Rep. Keith Seif (R-TX) Email election update
Government of Georgia 07/19/2024 Mark Erete, Rep Darreil leea (R-CA) Emaii election update
Government of Georgia 07/19/2054 Colby Harriman, Rep. Alice Titus Emaii election update
Government of Georgia 07/19/2054 Molly Joseph, Rep. Ann Wagner (R-MO) Email election update
Government of Georgia 07/19/2054 Courtney Kaufman, Rep. Mike Lawier (R-NY) Email election update
Government of Georgia 08/00/2024 John Caetillo, Rep. Tom Kean (R-NJ); Michael Caueeen and Emiiio Navarrette, House Subcommittee on Europe Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/05/2054 Courtney Kaufman, Rep. Mike Lawler (R-NY) Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/00/2024 Molly Joseph, Rep. Ann Wagner (R-MO) Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/05/2054 Coiby Harriman, Rep. Alice Titus Emaii Anaklia update
Government of Georgia O8/05/2054 Mark Erste, Rep Darrell Isea (R-CA) Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/0?/2054 Dan i e l Tbarye , Sen . Rand Paul ( R - KY 1 Ema i 1 Anaklia update
Government of Georgia 08/05/2054 Charles Ziegler, Sen. John Barraseo (R-A) Email Anaklia update
Government of Georgia 08/05/2054 Sarah Persichetti, Sen. Marco Rubio (R-FL) Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/0?/2054 Andrew Pantino, Sen. Pete Rickette (R-NE) Email Anaklia update
Government of Georgia 08/00/2024 Brad Decker, Rep. Keith Seif (R-TX) Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/05/2054 Alec Daman, Rep. Bii Huizenga (R-MI) Emaii Anaklia update
Government of Georgia 08/06/2054 Sen. Dan Sullivan (R-AK) Meeting iseue update

Chartwell Strategy Group-ი 2018 წელს არის დაფუძნებული, კომპანია სულ სამ კონტრაქტორს - საქართველოს მთავრობას, ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას და კიბერუსაფრთხოების ფირმა NSO Group-ს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები