მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მოქალაქეებს stop covid აპლიკაციის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს

5ee9e4617b0d7
ინგა მურუსიძე
17.06.20 13:31
698
მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა.

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას მთავრობის განკარგულება მოიცავს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია.

როგორც სხდომაზე ითქვა, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია stop covid, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები