მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს კომუნალურ ხარჯებს წელსაც დაუფინანსებს - პირობები

63bc0290869e2
თამთა ჯიჯავაძე
09.01.23 15:56
1130
მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას 2023 წელსაც განაგრძობს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მან დაასახელა ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, სოცდაუცველებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დაუფინანსდებათ.

„სოციალური მიმართულებით ყველა ის პროგრამა, რაც მოქმედებდა ამ დრომდე, შენარჩუნებულია. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირების კომპონენტი, რომელიც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, დაახლოებით 12 თეთრამდე უსუბსიდირდებათ 1 კვტ/საათზე ტარიფი, ხოლო 70-150 ათასი ქულის მქონე ოჯახებში, სუბსიდირება მოხდება 3.5 თეთრის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები