მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რასაც ამტკიცებს, ტურიზმში არსებული რეალობის სრულიად საპირისპიროა - გიორგი დარციმელია

გიორგი დარციმელია

"არ შემიძლია ოფიციალური მონაცემები გადავამოწმო, თუმცა მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო, რადგან ძალიან შემცირდა ტურისტული ჯავშნები“, - ამის შესახებ bm.ge-სთან ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელი და სერტიფიცირებული გიდი, გიორგი დარცმელია აცხადებს.

ცნობისთვის, დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია. 10%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები. მხოლოდ მეორე კვარტალში, 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

გიორგი დარციმელიას თქმით, ტურიზმში არსებული რეალობის სრულიად საპირისპიროა ის, რასაც მთავრობა ამტკიცებს.

„ჯავშნები სერიოზულად გვაქვს შემცირებული. ჯგუფები გვყავს არარეგულარულად. აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოლოდინი გვაქვს. გადასული ვართ ენერგოდამზოგავ რეჟიმზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან თავშეკავება იგრძნობა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სავსებით გასაგებია რატომ ხდება თავშეკავება და არ ჩქარობენ ჯგუფების გამოშვებას. ვფიქრობ, ეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას პირდაპირ უკავშირდება.

ადვილი პერიოდი არ იქნება სასტუმროებისთვის, ახლა გაგანია სეზონი უნდა იყოს და ტურისტების სისავსე უნდა იგრძნობოდეს ქუჩებში. ეს არანაირად არ იგრძნობა და ვფიქრობ, ასეთი სიტუაცია შენარჩუნდება მინიმუმ რამდენიმე თვე და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. მთავრობა რასაც ამტკიცებს, სრულიად საპირისპიროა იმის, რაც რეალურად ჩანს“, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები