მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა რუხის კლინიკისთვის მრტ სკანერს $2.5 მილიონად ყიდულობს

მრტ

მთავრობა რუხის კლინიკისთვის მრტ სკანერს 2.5 მილიონი დოლარად ყიდულობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამჟამად არცერთი მრტ სკანერი არაა, რაც ადგილობრივ პაციენტთა მომსახურებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც მათ სხვა რეგიონებში უწევთ ამ სერვისის მისაღებად გამგზავრება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ რუხის კლინიკაში მრტ სკანერების დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო.

"სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის“ სამი ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატისა და მონტაჟის შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები