მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებზე €600,000-მდე მოცულობის სუბსიდიას გამოყოფს - გიორგი კანდელაკი საქმის კურსში

BM.GE
25.07.19 18:23
885
„ევროპული საქართველო“ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 600,000 ევრო რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება. როგორც გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია. სუბსიდიის შესახებ დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დადგენილება ძალაში დღეიდან შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა რუსეთიდან-ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.

სტუმარი: გიორგი კანდელაკი - ევროპული საქართველო; წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები