მთავრობა საფერავის ყურძნის სუბსიდირებას უბრუნდება. პრემიერ მინისტრმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს.ირაკლი კობახიძის თქმით, მევენახეებს, რომლებსაც საფერავის ჯიშის ყურძენი ამ გადაწყვეტილებამდე უფრო იაფად აქვს ჩაბარებული განსხვავებას სახელმწიფო დაუკომპენსირებს. საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას კერძო სექტორის ნაწილი უარყოფითად აფასებს. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზანი არა დარგის განვითარება, არამედ წინასაარჩევნო მოსყიდვაა.